ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილმა და შესაბამისად, მისმა კომენტარებმა აქტუალობა დაკარგა

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შესაბამისად, მისმა შეფასებებმა, ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა უკვე დაკარგა.

კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

“მიხეილ სააკაშვილმა და შესაბამისად მისმა კომენტარებმა უკვე დაკარგა აქტუალობა ქართულ პოლიტიკაში. ეს არის დღევანდელი რეალობა. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარებს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა.

“ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. არჩევნებმა ჩაიარა აბსოლუტურად თავისუფალ, სამართლიან, მშვიდობიან გარემოში. ესაა ის მიღწევა, რომელიც საქართველოში “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოიტანა. ყოველგვარი კითხვის ნიშნის დასმა არჩევნებთან დაკავშირებით, არასწორი და სპეკულაციაა”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს: მოხუცზე განხორციელებული ძალადობის საქმე-მუხლი გადაკვალიფიცირდა
შემდეგი სტატია“გამწარებული კაცია, სერიოზულად არ აღვიქვამ” – გოგი თოფაძე შალვა ნათელაშვილზე