ირაკლი კობახიძე მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მეან გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FIGO) პრეზიდენტ ჩიტარანჯან ნარახანი პურანდარეს და სამხრეთ კავკასიის მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ ,,თაიმერს” პარლამენტიდან აცნობეს.
შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების, ასევე, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციასა და მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციას შორის მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მხარეები თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმდნენ.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის დახმარება, ის ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციასთან თანამშრომლობა მოგვცემს. ეს ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი მხრიდან. სტუმრებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, რომ აუცილებლად მოახდენენ ინვესტირებას საქართველოში“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.
შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და კომიტეტის წევრი, ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგრძნონ რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა სოფელ ზეინდარში 47-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა