ირაკლი კობახიძე: მარგინალური ძალა სიბინძურეების განხორციელებას ვერ შეძლებს, ამის გარანტი “ქართული ოცნებაა”

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში იგეგმება პროვოკაციები და დესტაბილიზაციის დეტალები, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება სრულად ფლობს სიტუაციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო პროცასში არეულობის შემოტანის საშუალება არავის უნდა ჰქონდეს.

“ნაციონალურ მოძრაობა“ შეიძლება იყოს ძალიან მაგარი მსგავსი სიბინძურეების მოფიქრებაში, მაგრამ ამ ყველაფრის შესრულებას ეს მარგინალურ პოლიტიკურ ძალას ვერ შეძლებს. ამის გარანტი ვართ ჩვენ „ქართული ოცნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მოწყობა- სუს-მა გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სუს-ში დაკითხავენ