ირაკლი კობახიძე მარათონს “თბილისი“ შეუერთდება

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ივნისს მარათონს – “თბილისი“ შეუერთდება. “ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომლებიც მათი ჯანმრთელობის გაჯანსაღებასა და შენარჩუნებას ემსახურება. მოვუწოდებ ყველას, აქტიურად ჩაერთონ მარათონსა და სხვა მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში. თბილისის მერს კი მადლობა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მარათონი თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით დაფუძნდა და მიზნად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ შევცვალეთ კანონი, რომელიც ერთპიროვნულად მთავარი პროკურორის დანიშვნას ითვალისწინებდა” – ოხანაშვილის პასუხი მესამე სექტორს
შემდეგი სტატიაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევს- უარი მოშიმშილეებს