ირაკლი კობახიძე: ძალიან შემაშფოთებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 27%-ს იღებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმატებაზე მნიშვნელოვანი როლი “რუსთავი 2”-მა შეასრულა.

კობახიძის თქმით, მიუხედავად ამისა, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში მხოლოდ 27 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

“150 კაციან პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობა” იქნება წარმოდგენილი 27 დეპუტატით, თუ არ ვცდები და ეს იქნება დასაწყისი მათი საბოლოო მარგინალიზაციის. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიც არის “ნაციონალურმა მოძრაობა”, იღებს ამომრჩევლების 27%-ს საპარლამენტო არჩევნებში, ეს არსებითად არის იმ დაუბალანსებელი მედიაგარემოს შედეგი, ის იყო ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში მთელი ოთხი წლის განმავლობაში. თავის საკუთრებაში აქვს ყველაზე გავლენიანი მედია “რსთავი 2” “ნაციონალურ მოძრაობას”, სადაც წარმოებს ტოტალური აგიტაცია და ტოტალური პროპაგანდა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“სრულიად შესაძლებელია, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში არ შევიდეს”