ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი აქცია 8 ოქტომბერს იქნება

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის მხრიდან, არანაირი აქცია ყოფილა დაანონსებული.

“აქცია ჩვენი მხრიდან დაანონსებული არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, გუშინ გააკეთა განცხადება პრემიერ-მინისტრმა. ჩვენი მთავარი აქცია იქნება 8 ოქტომბერს, როცა ჩვენი მილიონი მხარდამჭერი მოვა არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან მხარს დაუჭერს “ქართულ ოცნებას”,-განაცხადა კობახიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს. პარტიაში ამბობენ, რომ მმართველ გუნდს წინასაარჩევნო შეკრებები თბილისში, 5 ოქტომბერს აქციით უნდა დაესრულებინა თუმცა, გადაწყვეტილება შეიცვალა და მათ აქციას – 2 ოქტომბერს დაემთხვა.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“სათადარიგო მოთამაშედ ვეღარ ჩავითვლები, არც მაქვს სურვილი, მაგრამ ირაკლი ღაირბაშვილი არის კარგი ვარიანტი ამისთვის”