ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მობილიზება არ ხდება

“ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მობილიზება არ ხდება,”- ეს განცხადება, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც რამდენიმე ქალაქში სპორტსმენების მობილიზებასა და მოსალოდნელ პროვოკაციებს უკავშირდებოდა.
“ნაციონალური მოძრაობიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქალაქში: ქუთაისში, გორში და რუსთავში თითქოს იგეგმება გარკვეული პროვოკაციები ეს არის მტკნარი სიცრუე. ვერცერთი ამის ფაქტი ვერ იქნება წარმოდგენილი, რომ ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მობილიზება ხდება. შეიძლება ეს მიანიშნებდეს იმას, რომ თავად ნაციონალებს ჰქონდეთ პროვოკაციები დაგეგმილი. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს არ აყვნენ პროვოკაციებს,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაში(video) “ვინც გაივლის და გამოივლის უნდა ჩავიწერო … ეკლესიის მრევლი ვართ ” – კოორდინატორების საუბარი წყნეთში
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს