ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი და გვაქვს წითელი ხაზები

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი და გვაქვს წითელი ხაზები, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი და გვაქვს წითელი ხაზები, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

“თავად განცხადება არ მომისმენია, ამიტომ კონკრეტულ კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი, გვაქვს საგარეო პოლიტიკური ხაზი, გვაქვს მათ შორის წითელი ხაზები. ჩვენ საგარეო კურსისა და წითელი ხაზების ფარგლებში ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და რუსეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს შეეხო.

”რაც შეეხება სავიზო რეჟიმს რუსეთსა და საქართველოს შორის, ის კონფლიქტის მერე დაწესდა. მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ ვართ დამნაშავე, ჩვენ არ დაგვიწყია საბრძოლო მოქმედებები ”სამხრეთ ოსეთში”, მაგრამ საბოლოო ჯამში, უნდა ვიფიქროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. არ გამოვრიცხავ დაბრუნებას უვიზო რეჟიმისკენ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვფიქრობ, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს მმართველი სტრუქტურებიდან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე განმარტა, რომ აღნიშნული უნდა მოხდეს ტერორიზმის წინაამდეგ ბრძოლის ერთობლივ საფუძველზე, რათა უვიზო რეჟიმის შემოღებით უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას.

“ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ნორმალური თანამშრომლობა სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ხაზით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს უსაფრთხოებას. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“, – დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიენგურჰესზე ავარიის გამო აფხაზეთი შუქს გარეშე დარჩა
შემდეგი სტატიათუკი რუსეთის მხარე გადადგამს შემდგომ ნაბიჯს, ჩვენ ამას მივესალმებით