ირაკლი კირკიტაძე მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ძმა, ირაკლი კირკიტაძე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კირკიტაძის ადვოკატმა შესაბამისი განცხადება სააპელაციო სასამართლოში უკვე შეიტანა, რომლითაც სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

“არ არსებობს არ ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი იმისა, რომ ირაკლი კირკიტაძე იმყოფებოდეს წინასწარ პატიმრობაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.

გამოძიება დაკავებულს მოქმედი პოლიციელის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.

ირაკლი კირკიტაძის დაკავებას ის და მისი ოჯახის წევრები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამამ ქართველი სამხედრო ბრინჯაოს ვარსკვლავით დააჯილდოვა
შემდეგი სტატია“ფილიპ მორისს” “ომეგასთვის” 70 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა