ირაკლი კიკნაველიძე მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ახალი სახე ხდება

ტაბულას ჟურნალისტი და წამყვანი ირაკლი კიკნაველიძე მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ახალი სახე ხდება. ის პარტიის სპიკერი და კომუნიკაციების დირექტორი იქნება, ასევე უხელმძღვანელებს სოციალური მედიის მიმართულებას.

ირაკლი კიკნაველიძე ჟურნალისტებს დღეს პარტიის ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ წარუდგინა.

„საზოგადოება მას ამ დროისთვის იცნობს, როგორც აქტიურ მოქალაქეს, რომელიც იცავდა და იცავს იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გუნდისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი ევროპული მომავალი ეკუთვნის სწორედ ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ირაკლი“ – თქვა გიგა ბოკერიამ.

ირაკლი კიკნაველიძის თქმით კი „მოვიდა ის დრო, ქართულ პოლიტიკაში შემოაბიჯონ ადამიანებმა, ვინც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენმა თაობამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს თავისუფლება, ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ მოქალაქეების კეთილდღეობა. მგონია, რომ ეს პოლიტიკურ ძალა არის ის, რომელსაც შეუძლია მოუტანოს ქვეყანას უსაფრთხოება და თითოეულ მოქალაქეს – კეთილდღეობა“.

ირაკლი კინაველიძე, რომელიც 1993 წელსაა დაბადებული, ჟურნალ ტაბულას ჟურნალისტი, მოგვიანებით კი ტელევიზია ტაბულას გადაცემა „თეორემას“ წამყვანი იყო.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია „საზმაუს“ივანიშვილისგან კონტროლირებად ტელევიზიას უწოდებს
შემდეგი სტატიარუსთავი-ვარკეთილის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ