ირაკლი კეკელიას ცხედარს რიონში 12 მეტრის სიღრმეზე ეძებენ

მდინარე რიონში სამძებრო სამუშაოებში გრძელდება. მყვინთავები 31 დეკემბრს მოკლული ირაკლი კეკელიას ცხედარს ეძებენ. მათ 12 მეტრამდე სიღრმეზე უწევთ მუშაობა, ამასთან მდინარეში უკიდურესად დაბალი ხილვადობაა. სამძებრო სამუშაოებში ასევე ჩართულები არიან მოკლულის თანასოფლელები, ისინი ცხედარს მდინარის კალაპოტის გასწვრივ ეძებენ.

მკვლელობის მოტივი ოჯახისთვის უცნობია, მოკლულის დედა ამბობს, რომ ბრალდებული მისი შვილის ბავშვობის მეგობარია. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. სწორედ მათი ჩვენების საფუძველზე დაიწყო ცხედრის რიონში ძებნაც.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: აქტიურად ვითანამშრომლებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმისთვის რომ გატარდეს რეფორმები
შემდეგი სტატია“სარკეში ჩაიხედე, რას გავხარ“ – ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგეები ბექა წიქარიშვილს დაუპირისპირდნენ