ირაკლი კაკაბაძე: “გოგა ხაინდრავა არის ის, ვინც ზვიად გამსახურდია ერთ წუთში გაყიდა 1991 წელს ზუსტად იმ რუსეთზე”

მწერალი და პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე რეჟისორისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას „მაესტროს“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„აქამდე თავს ვიკავებდი – არ მინდოდა ამ ცნობილი პოლიტიკური პროსტიტუტის და ფულის მონის გამონათქვამების კომენტირება. რა უფლება აქვს გოგა ხაინდარავას კოტე გოგელიაზე ან კიდევ სხვებზე ილაპარაკოს, როცა მთელი თავისი ცხოვრებაა ქვეყანას და მრწამსს ყიდის – ასუხარებს?!… გოგა ხაინდრავა არ არის ის, ვინც ზვიად გამსახურდია ერთ წუთში გაყიდა 1991 წელს ზუსტად იმ რუსეთზე, რომლის ფულსაც ძალიან დიდ ხანს ძალიან დიდი სიამოვნებით ჭამდა?!… გოგა ხაინდრავა არ იყო ის წარუმატებელი ორგზის მინისტრი და წარმატებული მრავალგზის ბიზნესმენი, რომელმაც ‘დაასუხარა’ საქართველოს ინტერესები.. გოგა ხაინდრავა არ იყო ის არაკაცი, რომელმაც იარაღის ვაჭარ ბერეზოვსკისთან – რომლის ფულიც აგრეთვე რუსული იარაღის გაყიდვით მოეპოვებოდა – გაყიდა გაერთიანებული ოპოზიცია 2008-2009 წელში?.. გოგა ხაინდარავა იმდენს ეკონწიალა ბერეზოვსკის, კახა თარგამაძეს და სხვებს, რომ ბოლოს მათ თვითონ მოიშორეს ხაინდარავა და მისი მეგობრები და გივი თარგამაძეს შეეკვრნენ.

მხოლოდ ამის მერე დაიწყო ხაინდრავამ ‘ამერიკელების ფულზე’ ლაპარაკი. მაგრამ, არა მგონია ამერიკელებს მისნაირი გაქნილი კგბ-შნიკებისთვის ფული ჰქონდეთ. ერთადერთი ვინც მას სრულ სისულელეებში ფულს აძლევს – ეს არის GDS-ი. მე მგონი ეს დიდი შეცდომაა, ამხელა თანხის ხაინდრავასნაირი აფერისტებისთვის მიცემა – და ამდენი ნიჭიერი რეჟისორის (გიო მგელაძე, ირაკლი გოგია, გიო სიხარულიძე და ბევრი სხვა დაუფინანსებლად დადის..) და მსახიობის ასე უმუშევრად დატოვება. საქართველო, ხაინდრავას და მისნაირი აფერისტების ხელში დაიღუპება – ისევე როგორც უკვე არაერთხელ მოხდა სულ ახლო წარსულში. ეს ვაჟბატონი ხომ ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის ტერორისტული რეჟიმების მინისტრი იყო და ორივეს დროს ძალიან გამდიდრდა. არც ახლა ჩერდება – სანამ ამნაირ არარაობებს ადგილზე არ დავაყენებთ – ჩვენ მომავალი არ გვაქვს!“, – წერს კაკაბაძე „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიიტალიის საელჩოს ორგანიზებით “Teatri 35”-ის მიერ დადგმული სპექტაკლი „Chiaroscuro, staging of living paintings” გაიმართება
შემდეგი სტატიაჩვენ ბუნებრივი აირის სახით გატარებული გაზის 10%-ს მივიღებთ”