ირაკლი ღლონტი: თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო მორიგი უკანონო გადაწყვეტილება

ოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა - ირაკლი ღლონტი

„რეფორმატორების“ თავმჯდომარე ე.წ. „კაბელების საქმეს“ ეხმაურება და გამოტანილ განაჩენს უკანონოს უწოდებს. ირაკლი ღლონტი თანაგუნდელებთან ერთად „თავისუფალ დემოკრატებს“ მხარდაჭერას უცხადებს.
„რეფორმატორების“ თითოეული წევრი დიდი გულისყურით ვადევნებთ თვალს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების პროცესს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო მორიგი უკანონო გადაწყვეტილება უდანაშაულო პატრიოტების მიმართ. ამ ადამიანების საქმიანობა ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და მის გაძლიერებას. ჩვენ, „რეფორმატორები“ ვაცხადებთ მზადყოფნას დავდგეთ კოლეგების გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში და ერთად ვებრძოლოთ ხელისუფლების უკანონობას და თავგასულობას. სასამართლო კორუმპირებულია და „რეფორმა-გავლილი“ ინსტიტუტი ხელისუფლებისთვის კვლავ რჩება პოლიტიკური ტერორის იარაღად. დღეს მოსამართლეებს ავიწყდებათ, რომ ხელისუფლების ნაცვლად სასამართლოს წყარო არის ხალხი. “ – აცხადებს ღლონტი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტს დღეს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი
შემდეგი სტატიაილია მეორე: ოჯახი არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა