ირაკლი ღლონტი მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

პარტია ”რეფორმატორების” თავმჯდომარემ მთავარ პროკურატურაში წერილი შეიტანა. ირაკლი ღლონტი იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურორი დროულად შეუდგება პარლამენტში გაცხადებული დაპირებების აღსრულებას, უწყების გამჭირვალე და დამოუკიდებელ მუშაობასთან დაკავშირებით. კოლეგებისგან განსხავებით, ”რეფორმატორები” მაკომპრომიტირებელ გარემოებად არ მიიჩნევენ ირაკლი შოთაძის მეგობრულ ურთიერთობას ფარცხალაძესთან, თუმცა პარტიაში აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ კონკრეტული კითხვები უწყების მუშაობასთან დაკავშირებით. ”გთხოვთ, შესაძლო მოკლე დროში გამონახოთ დრო ოფიციალური შეხვედრის გამართვის მიზნით, სადაც ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე საქმის მიმართ ჩვენს შენიშვნებს და გაგიზიარებთ მოსაზრებას პროკურატურის სისტემაში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით.” – აღნიშნულია ”რეფორმატორების” ოფიციალურ წერილში.

banner
წინა სტატიაშიმარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი 2016 წლის მარტიდან შეიზღუდება
შემდეგი სტატიააბანოთუბანში მეჩეთი გაქურდეს