ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში ტერორისტული აქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაური დღეს ვოლტერის ბულვარზე კაფე „ბატაკლანთან“ იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ ხალხს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით ფრანგი ხალხისა და საფრანგეთის ხელისუფლების გვერდით, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვიჭირდა 2008 წელს, საფრანგეთი იყო ქვეყანა, რომელმაც განსაკუთრებული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენი ქვეყნის მიმართ. საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ის, რაც მოხდა ამ ადგილას, არის საშინელი ტრაგედია. ეს არის ტერორისტული აქტი თითოეული ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ ამ ბარბაროსულ აქტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, მთელი მსოფლიო არის ერთ მუშტად შეკრული, დარაზმული იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ისეთ ბოროტებას, როგორიც არის ტერორიზმი. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მწუხარებას პარიზში დაღუპული ადამიანების გამო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ველოდებით ვარშავის სამიტს, მანამდე არ გვსურს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა
შემდეგი სტატიამამა ილია კარტოზიას ოჯახს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცა