ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მსოფლიო მედია აქტიურად აშუქებს

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მსოფლიო მედია აქტიურად აშუქებს.

„საქართველის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ორწლიანი მუშაობის შემდეგ და არჩევნებამდე ერთი წლით ადრე , ოთხშაბათს მოულოდნელად გადადგა“ – ასე იწყება სააგენტო REUTERS-ის სტატია. სააგენტო აღნიშნავს, რომ სატელევიზიო მიმართვაში ექს პრემიერს გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა ყველა ვინც ამ მოვლენებს აკვირდება, ასევე ოპოზიციაც, ამ ნაბიჯს ბოლო გამოკითხვების თანახმად, კოალიციის რეიტინგის ვარდნას უკავშირებს. გამოცემა წერს, რომ მომავალი პრემიერობის კანდიდატად, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც განიხილება.

ექს პრემიერის გადაწყვეტილებას ეხმაურება Associated Press-იც.

„ოთხშაბათს, საქართველის პრემიერ-მინისტრი, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გადადგა“ – წერს AP.

ავტორის თქმით, პრემიერი ორწლიანი მმართველობის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გადადგა, იმ დროს როდესაც მმართველი კოალიცია ცდილობს საკუთარი პოპულარობა გაზარდოს.

რადიო თავისუფლების ევროპული ბიურო კი წერს, რომ ეს იყო უეცარი გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანაში არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ახალი პოლიტიკური გაურკვევლობა შექმნა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის ბედი მაინტერესებდა მანამ, სანამ ის პრემიერი იყო
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება