ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის ევროპარლამენტარების მხარდაჭერა საქართველოს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება:

,,საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას! ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს.

განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც თავისი წვლილი შეიტანეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საქმეში. ამ გამარჯვების უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა და საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმი. ეს იყო მეტად შრომატევადი სამუშაო, რაც წარმატებით დასრულდა და ჩვენი ქვეყანა გაძლიერდა.

დიდი მადლობა ყველას!”-წერს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაში(ფოტოები) თბილისი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
შემდეგი სტატიაილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა