ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთში შესაძლო უვიზო მიმოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს

გუშინ რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს მოსკოვის მხრიდან სწოეი ნაბიჯია.

“ვფიქრობ, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩვენმა სახელმწიფომ ასეთი ჟესტი, ნაბიჯი ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელს მსოფლიოში უვიზო გადაადგილებას ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლეს საბჭოში საკუთარ გამოსვლას არჩილ ხაბაძე დადებითად აფასებს
შემდეგი სტატია„ვცდილობთ, გონივრულად, სოლიდურად მივაღწიოთ საგარეო პოლიტიკაში რეალურ შედეგებს“