ირაკლი ღარიბაშვილი: მქონდა საუბრები ევროკავშირში და ჩვენთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების გადავადება მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება და არა ქვეყანას.

პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას სთხოვს, დაელოდონ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშს, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

„მე გუშინ საღამოს მქონდა სატელეფონო საუბრები ევროკავშირში. ჩვენთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას არ ეხება. ასე რომ, გთხოვთ, დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ხვალ დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელიც ვიზალიბერალიზაციის თემაზე და ევროკომისიის დასკვნაზე უნდა ჩატარებულიყო, გადადო.

როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.

banner
წინა სტატიაში“სამი წლის წინ ჯანდაცვის მიმართულებით რადიკალურად განსხვავებული სურათი გვქონდა”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ