ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ლიტველმა კოლეგამ ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ლიტვის მთავრობის სასახლეში უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ლიტვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.

მხარეებმა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ხვალ გაიმართება.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ასევე სამაგალითო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე, აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიუკაინული ვებ-გვერდი დათა ახალაიასა და რომეო საჯაიას საუბრის ჩანაწერს ავრცელებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპროკურატურამ 1 130 401 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ სცნო