ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი მღებრიშვილს მადლობას უხდის

ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა დადებითად შეაფასა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივა და შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მადლობა გადაუხადა.

“კოლეგებს მინდა მოგმართოთ, რომ ასეთ საკითხებზე საჭიროა უკვე დროული რეაგირება. იგივე ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში. მე რაც მესმის ადამიანებისგან, არის მასობრივი ჩივილი და უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ავტომობილები დადიან სპეციალური კატალიზატორის გარეშე, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს. ასევე მინდა გთხოვოთ, საწვავის, დიზელის, ბენზინის გეგმიური შემოწმება რეგულარულად გააგრძელოთ”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი მღებრიშვილს.

banner
წინა სტატიაშიმარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება
შემდეგი სტატიაISIS ირწმუნება რომ “რუს ჯაშუშს” თავი მოჰკვეთა- “ისლამურმა სახელმწიფომ” ვიდეორგოლი გაავრცელა