ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს

ოპონენტებს შეუძლიათ, გვაკრიტიკონ იმდენი, რამდენიც სურთ, მაგრამ ისინი ვერასოდეს შეძლებენ სიმართლის შეჩერებას

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ იმ წარმატებაში, რომელსაც ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია, უდიდესი წვლილი დიპლომატიურ კორპუსს ეკუთვნის.

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ დიპლომატებს ქვეყნის სამსახურისა და პროფესიული ერთგულებისათვის მადლობას უხდის.

“ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ ჩვენს დიპლომატებს! მათ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ერგოთ ქვეყნისთვის სამსახური. იმ წარმატებაში, რომელსაც საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია, უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ეკუთვნით. მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველა ქართველი დიპლომატის მიმართ და მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს ქვეყნის სამსახურისა და პროფესიული ერთგულებისათვის. მჯერა, რომ ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული, პრინციპული, პროაქტიული და მაღალკვალიფიციური დიპლომატიის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს, ვუსურვებ მათ წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი – საქართველოს საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლიცია მიიღო
შემდეგი სტატიასაყოველთაო ჯანდაცვით 2013 წლის 1-ელ ივლისამდე კორპორაციული დაზღვევის მქონე პირებიც ისარგებლებენ