ირაკლი ღარიბაშვილი: ამ მძიმე გამოწვევების ფონზე ხანგრძლივი პერსპექტივების ხედვა არ უნდა დავკარგოთ

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიომ ტერორიზმის წინააღმდეგ ხმა ერთობლივად უნდა აიმაღლოს, ვიდრე ბნელი ძალები არ დამარცხდებიან.

ამის შესახებ პრემიერმა კლიმატური ცვლილებების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ვუყურებ რა ყველა ქვეყნის წარმომადგენელს,, რომელიც იხილავს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მინდა, ვთქვა, რომ ტერორიზმი საერთო გამოწვევაა. ჩვენ ყველამ უნდა ავიმაღლოთ მათ წინააღმდეგ ხმა, უნდა აღვუდგეთ მათ წინ და ერთობლივად ვიმოქმედოთ, ვიდრე ბნელი ძალები მარცხს არ განიცდიან. ნიგერიაში, ტუნისში, ეგვიპტეში ერთად უნდა დავიცვათ ის პროგრესი, რომელიც კაცობრიობამ შექმნა მრავალი მიმართულებით. აქტიურად უნდა ვიღვაწოთ ერთად მთელმა მსოლფიომ და გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამ მძიმე გამოწვევების ფონზე ხანგრძლივი პერსპექტივების ხედვა არ უნდა დავკარგოთ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდებული ქალაქი და ქვეყანა გაუძლებენ ბოროტი ძალების თავდასხმებს
შემდეგი სტატია“უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ტოტალურ და არაპროგნოზირებად შედეგებს”