ირაკლი ჩხვირკიას ბრალი წარუდგინეს

ბათუმის მოვლენების ორგანიზებასთან დაკავშირებით ბრალი ირაკლი ჩხვირკიასაც წარუდგინეს.მას გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო 25 აპრილს იმსჯელებს.

ჩხვირკიას ადვოკატის განცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს. დავით ჩალეიშვილი ამბობს, რომ როცა ჩხვირკია ბათუმში ჩამოვიდა “სცენარი გათამაშებული იყო”. ადვოკატის თქმით, ბრალდებული დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ირაკლი ჩხვირკიას 6-იდან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრია, მაგრამ პარტიამ ბათუმის აქციების დროს გაკეთებული განცხადებების გამო პარტიიდან 13 მარტს გარიცხა.

შსს-ს ცნობით, ისინი დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში დააკავეს მაროკოელი, რომელიც ტერაქტის მოწყობას აპირებდა
შემდეგი სტატიაქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა