ირაკლი ჩიქოვანმა ტელეეთერში სკანდალური ფაქტი მოიყვანა

CHIQOVANI“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, რუსტავი-2 ზე, გადაცემა არჩევანში მიმდინარე დებატებზე სკანდალური ფაქტი გაახმოვანა…

“ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან სოციალურად დაუცველები, ქალაქ ზუგდიდში, 10 დღის განმავლობაში უფასო სასადილოში ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილები. სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ უფასო სასადილოში, შეამოწმეს მენიუ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მენიუ საერთოდ არ ჰქონდათ, უფრო მეტიც, მოპარული აღმოჩნდა ეს საჭმელი. რა მოხდა?! ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც დღეს აქ სტუდიაში იმყოფება, დავალება მისცა აუდიტის სამსახურს, თუმცა არავის მოუკითხავს შედეგები”

banner
წინა სტატიაშიასადის არმია სამშვიდობო შეთანხმებიდან გამოდის
შემდეგი სტატიასირიაში გაეროს ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს