ირაკლი ჩიქოვანი – თითოეული ჩვენგანი ვართ დაუცველი

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს ქალაქში შეიარაღებული პირები მრავლად არიან და ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან.

ამის შესახებ განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს დაუცველობის შიში აქვთ.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ხელისუფლებას “ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ” მოუწოდებს.

„ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ქვეყანაში არის იმის შიში, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ დაუცველი. ეს რეალობაა. ერთის მხრივ ჩვენ გვქონდა უკიდურესი რეალობა, როდესაც ძალადობდა სახელმწიფო და მეორეს მხრივ მივიღეთ, როდესაც ძალადობამ მძვინვარება დაიწყო ქუჩებში,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში(video) თინა ხიდაშელი: თინა ხიდაშელთან საქმეებს, ტენდერებს ვერ ჩააწყობ
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მთავრობა “კაპიტულირებას” აპირებს”