ირაკლი ჩიქოვანი: სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო შედეგი არ უნდა დადგეს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ წევრს ირაკლი ჩიქოვანს მიაჩნია, რომ არჩევნების მეორე ტურში არჩევანის გაკეთება „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არ უნდა მოხდეს.
ჩიქოვანი არ აკონკრეტებს თუ ვინ ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის და მისი შტაბის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს, თუმცა ფაქტს უარყოფს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურისთვის ცდილობს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ სამეგრელოში რაიმე შედეგი დადოს, მაგრამ ამაში მე და ჩემი შტაბის წევრები მონაწილეობას არ ვაპირებთ. არ შეიძლება ასეთი რაღაცებით მანიპულაცია და იმის შიშით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო შედეგი არ უნდა დადგეს. სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობის“ „სასარგებლო“ შედეგები უკვე დიდი ხანია ცნობილია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიაევროკავშირი უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმებას სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიაღწევს