ირაკლი ჩიქოვანი მერაბ ქვარაიას დებატებში იწვევს

chiqovani„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნულ ოლქში მმართველი პარტიის კონკურენტ კანდიდატ მერაბ ქვარაიას დებატებში იწვევს.

როგორც ჩიქოვანი აცხადებს, ქვარაია არ თანხმდება სატელევიზიო ეთერს, რაც „კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მმართველი ხელისუფლების არჩევანი ქალაქ ზუგდიდში გაურბის როგორც მისი უშუალო კონკურენტის, ასევე მისი ამომრჩევლის კრიტიკულ კითხვებს.“

„მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ კანდიდატ მერაბ ქვარაიას მიიღოს მონაწილეობა ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში გადაცემაში „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“. ჩვენი მრავალგზის შეთავაზების და თავად ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას მრავალგზის გაცემული პირობის მიუხედავად მერაბ ქვარაია არ თანხმდება აღნიშნულ ეთერს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მმართველი ხელისუფლების არჩევანი ქალაქ ზუგდიდში გაურბის როგორც მისი უშუალო კონკურენტის, ასევე მისი ამომრჩევლის კრიტიკულ კითხვებს.

მოვუწოდებ წამყვან ტელეკომპანიებს, მათ შორის ქ-ნ თეა სიჭინავას – თანაბარ პირობებში ჩაგვაყენოს და წინასაარჩევნოდ ერთი გადაცემა დაუთმოს კონკრეტულად ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდარების დებატებს.

სამაუწყებლო კომპანია ,,GDS“- ის ეთერში ჩაშლილმა, ზუგდიდის კანდიდატების დებატებმა, ასევე „რუსთავი 2“ ის ეთერში 19 სექტემბერს გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა „არჩევანში“ სამეგრელოს რეგიონის კანდიდატებს შორის დებატებმა ცხადჰყო, რომ მმართველი პარტიის სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაადეკვატურნი არიან იმ პრობლემების მიმართ, რომელიც კონკრეტულად რეგიონის, მათ შორის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებობს.

გადაცემის სრული ქრონომეტრაჟის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ვერ ისაუბრეს პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზების შესახებ, მაშინ როდესაც, მხოლოდ, ქალაქ ზუგდიდის მასშტაბით მოუგვარებელი პრობლემების მთელი წყებაა“, – აცხადებს ჩიქოვანი.

მისივე შეფასებით, დღეს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა სრულიად უძლურია მის წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე.

„უფრო მეტიც, ისინი გაურბიან დებატებს, საჯარო განხილვებს და კრიტიკას. სამწუხაროდ, ეს მეთოდები არ განასხვავებს მათ ყოფილი ხელისუფლებისაგან, რომელიც ვერ ეგუებოდა კრიტიკას, შენიშვნებს და სიმართლეს“, – აღნიშნავს ჩიქოვანი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: “ქართულ ოცნებასთან” კოალიციის პერსპექტივას ამ ეტაპზე არ განვიხილავ
შემდეგი სტატიანატროშვილი : ,,ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი რომ სახელმწიფო ავრცელებს ჩანაწერებს”