ირაკლი ჭანტურია „ოცნებისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს

ირაკლი ჭანტურია „ოცნებისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს

ირსსპორტსმენი ირაკლი ჭანტურია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ეხმაურება და ადასტურებს, რომ 22 მაისს ზუგდიდში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა ჭანტურია „ზონდერობას“ უარყოფს.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“, კერძოდ, გიგა ბოკერიას „ზონდერად“ გამომაცხადა, თითქოს ერთ-ერთი პროვოკატორი ვიყავი. მინდა მოგახსენოთ მიზეზი, თუ რატომ ვიყავი ზუგდიდში არჩევნებზე: 1. მე ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი! 2. ამავდროულად, ქალაქ ფოთის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი! 3. ვალდებული ვიყავი, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვყოფილიყავი და მხარი დამეჭირა,“ – წერს ჭანტურია „ფესბუქში“ და აცხადებს, რომ ქართველზე ხელს არასოდეს აწევს.
„მე, ირაკლი ჭანტურია არასდროს გავხდები ვინმეს მართული და არასდროს არ ავწევ ქარველზე, მით უმეტეს, ასაკოვან და 15-16 წლის ბავშვებზე ხელს ვინმეს დავალებით ! ხოლო „ქართული ოცნების“ „ზონდერებმა“ რაც ჩაიდინეს, მაგის განსჯა თქვენთვის მომინდვია, მეგობრებო“, – წერს ჭანტურია და „ქართული ოცნებისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ქართული ოცნების“ ზემოხსენებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ფოთელების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
„ირაკლი ჭანტურია ფოთელების საამაყო სპორტცმენია, მან ბევრჯერ ასახელა საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ არის „ნაცების“ მხარდამჭერი, მის მიერ ფოთში არავიზე არ აღმართულა ხელი 2012 წლის ქარცეცხლის დროსაც, მაგრამ არც აქეთ არ გაგალახინებთ თავს. ზვიად შუბითიძისნაირ პარტიის გენმდივანს კი, ნამდვილად გაუერთიანებს თავ-ყბას “პოლიტიკურად”. ესაა “ქართული ოცნების უბედურება!!!“ – წერენ ფოთელები სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე ”კაბელების საქმეზე” – ჩემი პიროვნული რწმენაა, იმედია, რომ ეს ბიჭები მართლები იქნებიან
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს