ირაკლი ბარძიმაძე ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ცემაში ადანაშაულებს

”ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის მერობის კანდიდატი ახალციხეში ირაკლი ბარძიმაძე ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ცემაში ადანაშაულებს. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 21 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისთან მოხდა. როგორც ბარძიმაძემ ”თაიმერს” უთხრა, ის “იღებდა ვიდეოს, თუ როგორ ატრენინგებდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავიანთ დამკვირვებლებს გაყალბებისთვის”. “ქართული ოცნების” წევრებმა ბარძიმაძეს მოსთხოვეს აღნიშნული ვიდეომასალის წაშლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებული ამბობს, რომ მას თავში ჩაარტყეს და მუხლიც დაუზიანეს. ბარძიმაძე აცხადებს, რომ მას აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის არ მიუმართავს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ დეპუტატს შეხვდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ხანდახან მგონია, რომ ნამდვილი პოროშენკო მოიპარეს