ალასანიას უნდოდა პრეზიდენტი ყოფილიყო ძლიერი და ყოფილიყო პირველი პირი ქვეყანაში, როგორც ოფიციალურად ისე რეალურად და ეს პოსტი დაეკავებინა.აქ მოხდა სწორედ კამათი-ეს განცხადება, “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. ბერძენიშვილმა გადაცემა “პრიორიტეტებში” “თავისუფალ დემოკრატებსა” და კოალიციის წევრებს შორის უთანხმოების მიზეზები განმარტა.
მისი თქმით, ირაკლი ალასანიას ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილი, რაც “თავისუფალ დემოკრატებთან” კონფლიქტის საფუძველი გახდა.
ბერძენიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა აღნიშნულ საკითხზე “რესპუბლიკური” პარტიის პოზიცია და თქვა, რომ მისი პარტია საპარლამენტო რესპუბლიკას უჭერს მხარს.
https://youtu.be/A-phmVTbWD0