ირაკლი ალასანიამ პოლიტიკა დატოვა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკა დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“მთელ საქართველოში ტავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერებს დიდი მადლობა მიდნა გავადვიხადო, ჩვენს პარტიას, ყველა წევრს ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რომ წლების განმავლობაშ არ ვურიგდებოდით უსამართლობა არასდროს არ დაგვიკარგია არც პოლიტიკური და ადამიანური სახე, გვქონდა მარცხი და გამარჯვებები მაგრამ ყოველთვის ერთად ვიდექით. სწორედ ამით ვიყავით გამორჩეულნი,. შედეგი რომელიც დავინახეთ, მოქალაქეების არჩევანი, ჩვენთვის არის მოცემული, გვაქვს დიდი გეგემები, რომლის რეალიზაცია ჩვენს ქვეყაანს ახალ ეტაპზე გადაიყვანდა, იმ მოცემულობაში რომელიც დაიდო ამის განხორციელების საშალება არ გვეძლევა, ყველას გასააზრებელი გავქვს თუ რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი, უახლოესბი პერიოდის განმავლობაში გავაანალიზებთ ამშ ედეგებს. ამას აქვს ტავისი მიზეზები, რომელსაც კრიტიკულად უნდა მივუდგეთ და დავიწყოთ სერიოზული რეორგანიზაცია, განახლება და დაგეგმვა, უახლოეს დღეებში ასეთი სამუშაოები გვექნება ჩასატარებელი. მქონდა ჩვენს თანამებრძოლებთან შეხვედრები და ბევრი რამ გავქვს გასააზრებელი. თავისუფალი დემოკრატები სერიოზულად მოვემზადებით და გავაგრძელებთ ბრძოლა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანია გორში დაგეგმილ მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს:

“მინდა უდიდესი მადლოაბ გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოგვიცხადა. გორში იგეგემება მეორე ტური, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო კამპანია. იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გვქონდა ჩვენ, სჭირდება გუნდი პარლამენტში. მე მივირე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“სრულიად შესაძლებელია, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში არ შევიდეს”
შემდეგი სტატიანინო გოგუაძე: დავბრუნდით საბჭოთა კავშირში