ირაკლი ალასანიამ გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

ირაკლი ალასანიამ გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ადვოკატი ამირან გიგუაშვილი წარადგინა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

„გლდანი არის ერთ-ერთი ყველაზე მშრომელებით სავსე უბანი, აქ ადამიანებს მართლაც აქვთ სერიოზული სურვილი იყვნენ ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულები, თბილისის ერთ-ერთი დიდი მოსახლეობა სწორედ აქ ცხოვრობს, მაგრამ მათ არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზების. ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ პირველ რიგში სწორედ ამას ვპირდებით. ეკონომიმური განვითარების გეგმა, რომელიც ქვეყნის მიმართებაში გვაქვს ხალხს გავაცანით, ასევე ამირან გიგუაშვილმა, რომელიც მე დღეს წარვადგინე ამ უბანში მაჟორიტარობის კაბდიდატად, თავისი გეგმა დადო, თუ როგრო ხედავს კონეტულად ამ უბნის განვითარებას,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიჯორჯ ბუშმა დალასში პოლიციელის დასაფლავებაზე იცეკვა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე პირობას დებს, რომ “თეთრი მაგნოლიას” საქმის გამოძიება ეფექტურად წარიმართება