(video) ირაკლი ალასანია:ძლიერად დადექით, თქვენ საქართველო არ მიგატოვებთ!!!

alasania5“თავისუფალი დემოკრატები” საქართველოს ყველა რეგიონში პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ, რომ პრეზიდენტმა გაათავუსუფლოს უდანაშაულო ხალხი, – ამის შესახებ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა.ალასანიას თქმით, მათ მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის სამართლიანობის იმედი აქვთ.
“ჩვენს უდანაშაულო ბიჭებს მივმართავთ – ძლიერად დადექით, თქვენ საქართველო არ მიგატოვებთ და ქართველი ხალხი გამოგიხსნით იმ ტყვეობიდან, რომელშიც ერთი კაცის ნებით, პოლიტიკური ზეწოლით, ივანიშვილის გადაწყვეტილებით აღმოჩნდით. მე, როგორც მოქალაქე, როგორც კაცი, როგორც ოფიცერი, როგორც მამა, მეუღლე და შვილი, თქვენთან ერთად სიცოცხლეს გავწირავ, რომ ეს ადამიანები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ; გამოვიდნენ, დაუბრუნდნენ საქართველოს და დაუბრუნდნენ თავინთ ყველაზე მაგარ საქმეს, ემსახურონ საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ

https://youtu.be/EnfUBcd45lA

banner
წინა სტატიაშიდღეიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეების ტყვეობიდან გამოსვლის როგორც სამართლებრივი, ასევე საპროტესტო აქციებით სვლა
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის დეპეშა მიიღო