ირაკლი ალასანია სპეცსამსახურების ხელმძღვანელების გათავისუფლებას ითხოვს

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან

ეს არის კა-გე-ბეს მეთოდი,” – ასე აფასებს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტებს.

“ეს არის კა-გე-ბეს მეთოდებით ქვეყნის მართვა. ასე აგრძელებს მუშაობას ხელისუფლების ნაწილი. ღრმად მწამს, რომ ასეთ საქმეებში თავს არ გაიხვევს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ როდესაც ასეთი რამეები კეთდება მისი ზურგის უკან, ეს არ ამართლებს უმოქმედობას. უნდა დავინახოთ შედეგი. უნდა სასწრაფოდ მოხდეს საქმეების გამოძიება და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის  ირაკლი ალასანის თქმით, ქვეყანაში მოსახლეობის დაცვა არის ხელისიფულების ვალდებულება-ამის შესახებ მან გადაცემა არჩევნაში საუბრისას განაცხადა 

“მათი პასუხისმგებლობაა. ის არის პრემიერ-მინისტრი და მე მის სურვილს კი ვხედავ, რომ ამის გამოძიება უნდა, მაგრამ თუკი შედეგი არ დაიდო, პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა აიღოს თავის თავზე ისევე, როგორც იმ მინისტრებმა და საააგნეტოს ხელმძღვანელმა, ვისაც ხელეწიფებოდა, ჰქონდათ ვალდებულება, ესეთი მასალა გაენადგურებინათ და შემდეგ ვერ აღუდგენ წინ. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს ვალდებულება ჩვენ მოქალაქეები დაგვიცვან,“ – განაცახდა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიმხატვარი ქეთევან იგნატოვა მძარცველმა საკუთარ სახლში დაჭრა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს