ირაკლი ალასანია სახელმწიფო სამსახურს გამორიცხავს და საერთაშორისო ურთიერთობებში მოსინჯავს ძალას

alasania_74ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს მდივნობას გამორიცხავს და ამბობს, რომ საკუთარი ძალების მოსინჯვას საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო ბიზნესურთიერთობებში აპირებს – ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ მისი საქმიანობა საზღვარგარეთაც გაგრძელდეს.

„არანაირად არ ვხედავ ჩემს თავს სახელწმიფოს სამსახურში, მე გამოვრიცხავ და ალბათ. შეთავაზებაც არ იქნება. მგონია, რომ მეტი შესაძლებლობა მომეცემა, ვაკეთო უფრო მნიშვნელოვანი საქმე. მე ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აუცილებლად გამოადგება საქართველოს მომავალში, გამოადგება საქართველოს შერიგებისთვის, აფხაზებთან, ცხინვალის მოსახლეობასთან. შეიძლება, ეს საზღვარგარეთ საქმიანობაც იყოს. მე მინდა, ჩემი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ამ ურთიერთობებს. არა როგორც სახელმწიფო მოხელემ, არამედ როგორც კერძო პირმა“ – თქვა ირაკლი ალასანიამ.
ის მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ხელში ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა მესამე სექტორის მიერ წარმოებულ კამპანიას მეორე ტურებში ოპოზიციის მხარდაჭერაზე ის არ უერთდება: „ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, რაც არ უნდა პროგრესული იყოს ის, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის სახიფათო. მაგრამ არანაირ პოლიტიკურ რჩევას არავის მივცემ. ხალხის გადასაწყვეტია, ანდობენ ასეთ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობას, თუ მხარს დაუჭერენ ოპოზიციურ ძალებს, რომ დააბალანსოს და გაანეიტრალოს ძალთა განაწილება. ვფიქრობ, რომ რეალური ცვლილების მიღწევა ოთხი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც სამომავლო გეგმებტან დაკავშირებით აღნიშნა: „მინდა, ვაკეთო ისეთი რამ, რაც გამზრდის. ისეთ საქმეს, რომელიც საქართველოს მომავალში აუცილებლად გამოადგება. მინდა, მდიდარი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ურთიერთობებს საქართველოს უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მოტივირებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთო, რომელიც აქამდე არ მიკეთებია,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: „საკონსტიტუციო უმრავლესობაში საშიშროებას ვხედავ!“
შემდეგი სტატია2 კვირაში სავარაუდოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხე დადგება, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს და ამომრჩეველმა ამაზე უნდა იფიქროს