(video) სასამართლოში მიმდინარე პროცესებს მურუსიძის მეშვეობით ახორციელებს ივანიშვილი

“სასამართლოში მიმდინარე პროცესებს მურუსიძის მეშვეობით ახორციელებს ივანიშვილი,“ – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, რუსთავი2-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე საუბრობს.

“პირდაპირ გეტყვით, რომ პრაქტიკულად ყველა იმ პროცესებს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მიდის, მურუსიძის მეშვეობით ახორციელებს პირადად ივანიშვილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავისუფალი მედიის და სიტყვის თავისუფლების გვერდით ვიქნებით. ეს არ არის მხოლოდ ამ მედიის თავისუფლების დაცვა. ეს არის საზოგადოების მომავალი განვითარების დაცვა,“ – განაცხადა ალასანიამ გადაცემა არჩევანში.

https://youtu.be/g8nZ41ysGYs

banner
წინა სტატიაში(video) ეს არის არა სამართლებრივი, არამედ მკაფიოდ პოლიტიკური პროცესი – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატია(video) გოგა ხაინდრავა ფილმზე, ისაკაძესა და “რუსთავი 2”-ზე