ირაკლი ალასანია ქუჩის აქციებს იწყებს

თავისუფალი დემოკრატები კაბელების საქმესთან დაკავშირებით შაბათს მასშტაბურ აქციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა დღეს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს და აქციების შესახებ განცხადების გაკეთებას დღეს 3 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე გეგმავენ.

აქციაში მონაწილეობას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც მიიღებენ.

აქცია თბილისში პროკურატურის შენობასთან გაიმართება. რის შემდეგაც იგეგმება მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ოჯახი არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები პრეზიდენტს ურჩევენ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადოს