ირაკლი ალასანია: მართლმსაჯულება კიდევ უფრო მძიმედ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ

ირაკლი ალასანია

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები შეაფსა და ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც შესაძლოა შემდგომში განვითარდეს.

ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და ეს არის პოლიტიკური პროცესი.

„ეს არის პროცესი, რომელშიც ხელისუფლება იყენებს, ისვე როგორც იყენებდა ნაციონალური მოძრაობა სამართალდაცვით ბერკეტებს, ამ შემთხვევაში მოსამართლეს. ერთი წლის წინ ხელისუფლებამ პროკურატურა გამოიყენა, პოლიტიკური ზეწოლა რომ მოეხდინა თავისუფალ დემოკრატებზე. დღეს მოვისმინე ყველაზე მძაფრი ერთობლივი განცხადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ უკიდურესად მძიმე ვითარებაა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და მართლმსაჯულების საკითხებთან. მართლმსაჯულება კიდევ უფრო მძიმედ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, როგორც ეს იყო სააკაშვილის დროს. ეს ნიშნავს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დავაყენოთ ის პოზიტიური ნაბიჯები, რომელიც წლების განმავლობაში ამ გზაზე დავაგროვოთ. ეს ყველაფერი ხდება ამ ხელისუფლების პირობებში. ის ჩარევა, როგორი ფორმითაც ხდება ღამით, საზოგადოებისგან მალულად, აბსოლუტად პირდაპირ უქმნის საფრთხეს არა მხოლოდ მედიის თავისუფლებას, არამედ სასამართლო ხელისუფლებსაც,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას თქმით, თავისუფალი დემოკრატები მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ძალადობის მსხვერპლი. მისი თქმით, იქ იქნებიან სადაც იქნება საქართველოს საზოგადოება.

banner
წინა სტატიაში“თუ ვნახავთ, რომ ძალადობის მსხვერპლი იქნება ვინმე, ჩვენ დავიცავთ ჟურნალისტებს”
შემდეგი სტატია,, ის, რაც თქვა საკონსტიტუციომ ივანიშვილმა გადაიხია თავზე, ვერ მოიცადა მარტამდე”