ირაკლი ალასანია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის უსწრაფეს გამოძიებას ითხოვს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია სამართალდამცავებს გორში მომხდარი ინციდენტის სწარაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, დამნაშავე უმკაცრესად უნდ დაისაჯოს, რათა ეს სხვებისთვის მაგალითი გახდეს.

“გორში დღეს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მე მოვითხოვ სამართალდამცავებისგან, მოხდეს ამ ფაქტის უსწრაფესად გამოძიება, რადგან ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ადამიანები არიან დაჭრილი. რატომ დადის იარაღით ხალხი წინასაარჩევნო შეხვედრებზე? უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც იყო ამ ინციდენტის სულისჩამდგმელი. უნდა გამოიკვეთოს ბრალეულობა, რადგან ეს უნდა იყოს მაგალითი სხვებისათვის, რომ არავინ არ გაბედოს იარაღის ენით ლაპარაკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რა მოგვიტანა 90-იან წლებში იარაღის ჟღარუნმა”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილზე მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილ პირებს ოპერაცია ჩაუტარდათ
შემდეგი სტატიაროგორ გამოიყურება პიროვნება, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა ინციდენტის მონაწილეებში დაასახელა