ირაკლი ალასანია: გაზპრომთან მოლაპარაკებისთვის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

“გაზპრომთან მოლაპარაკებების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ,” – ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ალასანია ამბობს, რომ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ კითხვები ამერიკაშიც აქვთ.

ამასთან, ალასანია ეკონომიკის მინისტრს მოუწოდებს, გამოცხადდეს პარლამენტში და მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერს მიაჩნია, რომ გაზპრომთან ფარულად მიმდინარე მოლაპარაკებები პროცესის მიმართ დამატებით კითხვებს აჩენს.

“რატომ აჩერებ არჩევანს გაზპრომზე, როცა მეგობარი ქვეყანა გაცილებით იაფ გაზს იმდენს გაძლევს, რამდენიც გინდა, გაუგებარია. ეს ასახსნელია საზოგადოებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რატომღაც იჭიმება ჩვენი დეკლარილებული პოზიცია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გავხდეთ. ამას რომ ჭიმავენ, ეს ჩვენს ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს. ამიტომაც დავიბარეთ მინისტრი პარლამენტში,” – აცხადებს ალასანია.

აქვე ალასანია აცხადებს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში შეიქმნას ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამბობს, რომ, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველ რიგში ამ სტრატეგიას შექმნის.

banner
წინა სტატიაში“ვინც ივანიშვილისგან იღებს ფულს ინფორმაციას მხოლოდ ის იღებს?” – კამათი “არჩევანში”
შემდეგი სტატიაალასანია გაზპრომთან მიმდინარე არაგამჭვირვალე მოლაპარაკებებს არაფორმალურ მმართველობას უკავშირებს