ირაკლი ალასანია: დღეს ნატო-ს წინაშე ერთიანები წარვდექით

ყველა პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით, რომ ჩვენ მომავალს ვხედავთ ნატო-სთან და ევროპასთან ერთად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვარშავაში “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა ნატო-ს სამიტისადმი დეკლარაციაზე, რომელსაც ხელს აწერენ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, დეკლარაცია ექვსი თვის განმავლობაში მზადდებოდა და მისასალმებელია, რომ ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება შედგა.

“ეს არის დიდი სტიმული თავად ნატო-სთვის, რათა გააღრმავოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მათთვისაც ეს არის სტაბილურობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლება და შეიცვლება, პოლიტიკური ძალების ძირითადი ნაწილი თანხმდება ევროატლანტიკურ გზაზე. როგორც მახსოვს, ეს არის პირველი ასეთი დეკლარაცია. ჩვენ დეკლარაციას ექვსი თვე ვამზადებით, მიხარია, რომ საბოლოოდ შევთანხმდით ამ საკითხზე და ასეთი ერთიანები წარვსდექით ნატო-ს წინაშე. დღეს საქართველო წარსდგა გაერთიანებული ნატო-ს წინაშე ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ვიმსჯელებთ იმ პროგრესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს
შემდეგი სტატია”იმედი გვაქვს, რომ ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ვარშავის სამიტისგან პრაქტიკულ შედეგებს მივიღებთ”