ირაკლი ალასანია: მე დავიწყებ ხალხის ჩემი მხარდამჭერების მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია კაბელების საქმეზე მიმდინარე საქმეს გამოეხმაურა და განცხადა, რომ ეს იქნება რეალურად საბოლოო წვეთი იმაში, რომ მოვლენები გადავიდეს ახალ ფაზაში.

”მე მართლაც მოვუწოდენ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ პირდაპირ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართველობის წინააღმდეგ, ფიზიკურადაც. მე დავიწყებ ხალხის ჩემი მხარდამჭერების მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში, იმიტომ რომ ეს იქნება ბოლო წვეთი მოთმინების, რომელიც ჩვენ ყველას დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოყვარე ხალხს საქართველოში დაეცემა ბოლო წვეთად და ჩვენ შევცვლით რეალურად ამ ხელისუფლებას, როგორც ბიძინა ივანიშვილის დანამატს. ეს გამოაჩენს კიდევ ერთხელ იმას, რომ აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოვა პრემიერ-მინისტრად, ვინ მოვა ხელისუფლებაში. გამოაჩენს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად მართავს ჩვენს ქვეყანას. მე ირაკლი ალასანია, ჩემი პარტია, თანამებრძოლები და მხარდამჭერები ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილს არ დავუთმობთ ეს არ არის მისი საკუთარი ფირმა ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ყველა ჩვენთაგანის და ბიძინა ივანიშვილის ადგილი პოლიტიკაში, რომ არ არის ქართულმა საზოგადოებამ გამოკითხვებშიც დაადასტურა, ‘’- განაცხადა ირაკლი ალასანიამ კითხვაზე რა მოხდება თუ ე.წ. კაბელების საქმის ბრალდებულებს გამამტყუნებელი განაჩენს გამოუტანს სასამართლო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე უსუფაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიასაქართველოს თანაინვესტირების ფონდი, “დაზღვევის კომპანია ქართუ” და ასოციაცია “ატუ”, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს მიმართავენ