ირაკლი ალასანია ბერლინში გამართულ კონფერენციას მომხსენებლის სტატუსით დაესწრო

„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტადირაკლი ალასანიამ ბერლინში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით ,,ევროპის სტრატეგიული არჩევანი 2016“. Chatham House – ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია მიზნად ისახავდა კვლევას იმ ძირითადი გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს დგას ევროპა, ეს არის: ესაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური განვითარება კონკურენტუნარიან გარემოში, მიგრაციის საკითხები და ევროპის მომავალი განვითარების გზები. იმ რთული გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგანან დღეს ევროპული ქვეყნები კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეაგირების იმ მექანიზმებს, რომელთა საშუალებით ევროპამ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები.
ირაკლი ალასანიას, როგორც მომხსენებელის თემა იყო ევროპული მომავალი – ,,ევროპა 2030 წელს“.
კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებსა და მომხსენებლებს შორის იყვნენ უმსხვილესი ბიზნესების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

banner
წინა სტატიაშიპარიზში მძევლად აყვანილი 6 ადამიანი თავისუფალია
შემდეგი სტატიაTİKA-მ შუახევის რაიონში სასოფლო გზების რემონტი დაასრულა