ირაკლი ალასანია : არცერთი ხმა, ეს იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ თუ სხვა პარტიისთვის მიცემული ხმა, არ დაიკარგება

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და პარტიიდან გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია გორიდან არჩევნების მიმდინარეობას აფასებს და ამომრჩეველს მოუწოდებს მეტი აქტიურობისკენ. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე არჩევნები საქართველოში მეტნაკლებად მშვიდად მიმდინარეობს და იმედოვნებს , რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანში არ დაიზარებს და გააკეთებს თავისუფალ, მისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

‘’ამ ეტაპზე არჩევნები საქართველოში მიმდინარეობს მცირე დარღვევებით და შედარებით ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო „თავისუფალი დემოკრატების“ ამომრჩეველს! ვისაც გინდათ, რომ წარსულში დატოვოთ გაუტანლობა და დაპირისპირება, არ დარჩეთ სახლში. აქამდე, ვინც მობრძანდით არჩევნებზე, ეს არის პირველი ნაბიჯი, ახლა უნდა გაიაზროთ, რომ დარჩენილ დროში გამოძებნოთ დრო, თქვენი სამოქალაქო ვალი მოიხადოთ და ხმა მისცეთ საქართველოს უკეთეს მომავალს. ამიტომ გთხოვთ, რომ რვა საათამდე მიბრძანდეთ არჩევნებზე და საკუთარ მომავალს მისცეთ ხმა. საერთაშორისო და ასევე ჩვენი „თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებლები თვალს ადევნებენ მიმდინარე არჩევნებს. ასევე მინდა გითხრათ, არცერთი ხმა, ეს იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ თუ სხვა პარტიისთვის მიცემული ხმა, არ დაიკარგება, ობიექტურობა ამ არჩევნებში იქნება შენარჩუნებული, რადგან უპრეცენდენტოდ დიდია ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების და პროფესიონალთა რიცხვი, ვინც ადევნებს თვალყურს პროცსებს და არ დაუშვებს გაყალბებას, კანონდარღვევის არც ერთ შემთხვევას. ამიტომ თამამად მიბრძანდით ყველანი არჩევნებზე და ხმა მიეცით თქვენი გულის კარნახით’’, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებზე – ენმ – საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი : “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ამომრჩევლისათვის ფულის მიცემის ფაქტი არ დადასტურდა”