ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვათავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების არგანადგურებაში ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს.

როგორც გადაცემა არჩევანში ალასანიამ განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური ნება არ ჰქონდათ ამ ვიდეოების განადგურებისა.

„არ მგონია, საქმე გვქონოდა არაპროფესიონალიზმთან. ის სტრუქტურები, რომელიც უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებული და პასუხისმგებელი ამ ვიდეოების განადგურებაზე, ბოლომდე ვერ მიიყვანეს ეს საქმე, უბრალოდ არ იყო მონდომება შესაბამისი. ვსაუბრობ იმდროინდელ შს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრზე,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომლის თქმითაც, მას არა აქვს კონკრეტული დასაბუთება, თუმცა დღემდე აქვს კითხვები და ეჭვები არსებული თემაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია სპეცსამსახურების ხელმძღვანელების გათავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიაჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, დედა ეხლა გამაგრდი ათჯერ ჩაისუნთქე და მომისმინეო