ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბი გიორგი ონიანის ბრალდებებს პასუხობს

ვაზისუბანში მომხდარ ფაქტს, ისანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბი ეხმაურება. აბუსერისიძის შტაბი უარყოფს გიორგი ონიანის და ენმ-ს სხვა წევრების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ონიანის შტაბის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, აბუსერიძის შტაბი პროვოკაციულ ქმედებებში ონიანის თანამოაზრეებს ადანაშაულებს და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შტაბი იყო სამუშაო რეჟიმში, დაახლოებით 22:30 საათზე, ოფისის მიმდებარედ, კერძოდ სუპერმარკეტთან გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა “ქართული ოცნებისა” და მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის, ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებით, ქვების სროლით.

“ამას მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები მოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის,გიორგი ონიანის შტაბის წევრები”,-ნათქვამია ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება აგრძელებს კორცხელიზაციას”- გოგა ონიანი მისი შტაბის უფროსსა და აქტივისტზე თავდასხმის შესახებ
შემდეგი სტატიაბათუმში 58-ე უბნის მონაცემებს თავიდან დაითვლიან