ირაკლი აბესაძე: თბილისის მთავრობას ადამიანების სოციალური საჭიროებები არ ესმის

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

მიმდინარე წლის თბილისის ბიუჯეტში ბოლო შესწორებები დღეს უნდა დამტკიცდეს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯdომარის თქმით, საუბარია 7 მილიონამდე თანხაზე, რომლის ეკონომიაც ტენდერების ხარჯზე მოხერხდა.

ჯაბა სამუშია ამბობს, რომ ამ თანხის გადანაწილება სოციალურად დაუცველებისთვის მოხდება. გარდა ამისა, მერიაში დასაქმებულები, მათ შორის მძღოლები, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები წლის ბოლომდე მე-13 ხელფასს მიიღებენ.

ოპოზიცია კი უმრავლესობას თანხების არასწორ გადანაწილებაში ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების თბილისის მთავრობას ადამიანების სოციალური საჭიროებები არ ესმის,“- განცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ.

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტს კი საკრებულო შაბათს დაამტკიცებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, არიან გიორგი კვირკაშვილი, სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძეც”