ირაკლი აბესაძე : ,,მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. მოსმენების კანონი შეიცვალოს და მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში’’

,,მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. მოსმენების კანონი შეიცვალოს და მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში’’ ,-აცხადებს ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირაკლი აბესაძე მოსმენების კანონთან დაკავშირებით.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში ცხადყოფს, რომ შარშან, წლის დასაწყისში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერებზე მიმდინარე გამოძიება ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდილია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანების მიმართ ფარული მიყურადების განხორციელების რაოდენობა და აი ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას და სამართალდამცავ ორგანოებს, კერძოდ სუს-ს კიდევ უფრო მეტად უზრდის შესაძლებლობას განახორციელოს მეტი ადამიანის მიყურადება ნაკლები კონტროლის პირობებში, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ პროპორციულად ზრდის უკანონო მოსმენების და ადამიანის პირადი ცხოვრების დარღვევის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი კარგად ვნახეთ, რომ ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლების მხრიდან გამოიყენება მისთვის არასასურველი პიროვნებების პოლიტიკური შანტაჟისთვის’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში“ენმ”-მ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა
შემდეგი სტატიაპუტინის გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის დაზიანება- რაქვიაშვილი