ირაკლი აბესაძე დავით ნარმანიას ტყუილში ადანაშაულებს

ირაკლი აბესაძის ინიციატივას თბილისის საკრებულო დაეთახმა

მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტის განახლებულ პროექტს ოპოზიცია განიხილავს. თბილისის საკრებულოში შესული დოკუმენტი 6 მილიონი ლარით მეტ ხარჯვას ითვალისწინებს და მისი სრული მოცულობა 816 მილიონია.

თბილისის მერმა დღეს განაცხადა, რომ მერიამ საკრებულოს შენიშვნები პრიორიტეტების მიხედვით გაითვალისწინა.

ოპოზიცია თბილისის ბიუჯეტის პროექტს მხარს არც ამჯერად დაუჭერს. როგორც დეპუტატები აცხადებენ, დედაქალაქის მერიამ მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. მათ შორის საუბარია სახელფასო ფონდზე.

“თბილისის მერის დღევანდელი განცხადება, რომ მილიონნახევარი ლარით მცირდება ჩინოვნიკების შრომის ანაზღაურების ფონდი – არის ტყუილი, რეალურად 5 მილიონ 200 ათასი ლარით იზრდება ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები,” – აცხადებს საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.

ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი თამარ ცინცაბაძე კი განმარტავს, რომ მერიის ადმინისტრაციის ხარჯები ბიუჯეტში პირველ პროექტთან შედარებით შემცირებულია, თუმცა წინა წელთან შედარებით ის მაინც უფრო მაღალია.

საკრებულოში თბილსის ბიუჯეტის ახალი ვარიანტის შესვლის შემდეგ, უმრავლესობის მხრიდან განმარტებებს მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე აკეთებს.

ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ მისი კომისიის შენიშვნების ძირითადი ნაწილი მერიამ გაითვალისწინა, თუმცა მას კონკრეტული შენიშვნების შესახებ არ უსაუბრია.

„დაახლოებით 50-ზე მეტი ასეთი შენიშვნა და სურვილი იყო, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ბიუჯეტში ასახულია,“ – განმარტა ჯაბა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაში“დამანებეთ თავი, რაც პროკურატურამ თქვა სიმართლეა” – ელბერდ კობერიძე
შემდეგი სტატიანოდარ ხადურმა 2016 წლის ბიუჯეტზე პარლამენტში ისაუბრა